суббота, 12 марта 2016 г.

ინტელის სასწავლო პროექტის შემაჯამებელი რეფლექსია


    ინტელის სასწავლო პროექტი ,,პროექტებით  სწავლება ‘’ მიმდინარეობდა  ცხრა დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე გავიარეთ 8 მოდული. ტრენინგი იყო ძალზედ ნაყოფიერი, ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის. გავეცანი პროექტების სწავლებას, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევქმენი ელექტრონული საქაღალდე .
გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას. კერძოდ, პროექტზე დაფუძნებულ სწავლას, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია.აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა.
ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას გავითვალისწინე, თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
ტრენინგის მანძილზე ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის  მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.  ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტებისა და ბროშურების შექმნა, ინფორმაციის განთავსება ბლოგზე, დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა ბლოგზე.
გადმოვწერეთ ე.ს.გ სტანდარტები და მიზნები შეუსაბამეთ ჩვენი პროექტის მიზნებსა დ ა სტანდარტებს, გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობას. განვიხილეთ ონლაინ თანამშრომლობითი ვებსაიტის  გამოყენება , პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდების  შეფასების სტრატეგიები და მისი ხუთ ძირითად კატეგორიად დაყოფა, დროში გაწერილი შეფასების გეგმა, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება  ჩემს სასწავლო პროექტზე.
გავეცანით ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებებს: ელფოსტა, ონლაინჩატი,სწრაფი შეტყობინება, ონლაინგამოკითხვა, ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა, გავეცანით საავტორო უფლებებს, მოვიძიეთ საძიებო სისტემები, გავეცანით ელექტრონული ფოსტის ჩათს, ონლაინ კოლაბორაციულ სასწავლო რესურსებს, შევქმენით კვლევის ფორმები და გაუზიარეთ ერთმანეთს.
გავეცანით თუ როგორ შევქმნათ სასწავლო ნიმუშები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების სქემა.
გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, ერთმანეთს  გავუზიარეთ უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად .განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების ფორმების შედგენა, განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე, შევქმენით აღნიშნულ თემაზე რესურსები.
წავიკითხეთ ფასილიტაციის მასალები, ვისაუბრეთ კითხვის დასმის ხელოვნებაზე, მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, შევქმენით ფასილიტაციის მასალები.
ტრენინგის ბოლო დღეს  გადავამოწმე  ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთე ბლოგზე.  მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ  სასწავლო პროექტების წერის დროს და სასწავლო პროცესში.

 ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და თავად ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий