понедельник, 15 февраля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

     გავეცანი პროექტების სწავლებას,დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა,  შევქმენი პროექტის პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე. პროექტის გეგმის შაბლონი მოვათავსე პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში. იქვე მოვათავსე პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. 
     გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას, კერძოდ პროექტზე დაფუძნებულ სწავლას, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა.
     გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე
     ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას  გავითვალისწინე, თუ როგორ  გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში. გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმისა და დიზაინის პირველი მონახაზი, ვიმუშავე ბუკლეტის შექმნაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий