суббота, 12 марта 2016 г.

ინტელის სასწავლო პროექტის შემაჯამებელი რეფლექსია


    ინტელის სასწავლო პროექტი ,,პროექტებით  სწავლება ‘’ მიმდინარეობდა  ცხრა დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე გავიარეთ 8 მოდული. ტრენინგი იყო ძალზედ ნაყოფიერი, ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის. გავეცანი პროექტების სწავლებას, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევქმენი ელექტრონული საქაღალდე .
გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას. კერძოდ, პროექტზე დაფუძნებულ სწავლას, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია.აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა.
ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას გავითვალისწინე, თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
ტრენინგის მანძილზე ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის  მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.  ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტებისა და ბროშურების შექმნა, ინფორმაციის განთავსება ბლოგზე, დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა ბლოგზე.
გადმოვწერეთ ე.ს.გ სტანდარტები და მიზნები შეუსაბამეთ ჩვენი პროექტის მიზნებსა დ ა სტანდარტებს, გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობას. განვიხილეთ ონლაინ თანამშრომლობითი ვებსაიტის  გამოყენება , პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდების  შეფასების სტრატეგიები და მისი ხუთ ძირითად კატეგორიად დაყოფა, დროში გაწერილი შეფასების გეგმა, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება  ჩემს სასწავლო პროექტზე.
გავეცანით ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებებს: ელფოსტა, ონლაინჩატი,სწრაფი შეტყობინება, ონლაინგამოკითხვა, ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა, გავეცანით საავტორო უფლებებს, მოვიძიეთ საძიებო სისტემები, გავეცანით ელექტრონული ფოსტის ჩათს, ონლაინ კოლაბორაციულ სასწავლო რესურსებს, შევქმენით კვლევის ფორმები და გაუზიარეთ ერთმანეთს.
გავეცანით თუ როგორ შევქმნათ სასწავლო ნიმუშები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების სქემა.
გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, ერთმანეთს  გავუზიარეთ უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად .განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების ფორმების შედგენა, განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე, შევქმენით აღნიშნულ თემაზე რესურსები.
წავიკითხეთ ფასილიტაციის მასალები, ვისაუბრეთ კითხვის დასმის ხელოვნებაზე, მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, შევქმენით ფასილიტაციის მასალები.
ტრენინგის ბოლო დღეს  გადავამოწმე  ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთე ბლოგზე.  მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ  სასწავლო პროექტების წერის დროს და სასწავლო პროცესში.

 ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და თავად ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს.

понедельник, 15 февраля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

     გავეცანი პროექტების სწავლებას,დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა,  შევქმენი პროექტის პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე. პროექტის გეგმის შაბლონი მოვათავსე პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში. იქვე მოვათავსე პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. 
     გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას, კერძოდ პროექტზე დაფუძნებულ სწავლას, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა.
     გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე
     ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას  გავითვალისწინე, თუ როგორ  გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში. გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმისა და დიზაინის პირველი მონახაზი, ვიმუშავე ბუკლეტის შექმნაზე.

вторник, 30 сентября 2014 г.

ჰაერის დაცვა

  1. პროექტის სახელწოდება -  ჰაერის დაცვა
  2. პროექტის მთავარი იდეა -  ჰაერის დაბინძურების მიზეზების გაცნობიერება და მათი თავიდან აცილება
  3. პროექტის აქტუალობა - ჰაერის სისუფთავის დაცვა
  4. პროექტის მიზნები - მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ ჰაერის სისუფთავის დაცვა თავისი სიცოცხლის დაცვაა და განახორციელოს აქტივობები მის დასაცავად.
  5. მონაწილეთა ასაკი - მე-9 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლოვობა - ერთი კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები - სურათები, კედლის გაზეთი, პრეზენტაციები.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიტერი, ინტერნეტი, პრინტერი, სახელმძღვანელო
  9. პროექტის მსვლელობა - მოსწავლეები მოიძიებენ  ჰაერის დამაბინძურებელ ფაქტორებზე ინფორმაციას, განახორციელებენ აქტივობებს მის დასაცავად
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - იმ.IX.7მოსწავლეს შეუძლია გარემოზე  დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების  ქიმიის თვალსაზრისით  შეფასება.  აღწერს ჰაერის დაბინძურების შესწავლის და კონტროლის მეთოდებს, გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე;  საინფორმაციო წიგნიერება -   ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
  11. პროექტის ხელმძღვანელი -ქეთევან შენგელია
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა  - k.20shengelia@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი- http://k20shengelia.blogspot.com/